ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კიზინგერი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკვე აღარ მალავს რუსეთისადმი სიყვარულს. კინზინგერმა ამის შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა და გააზიარა ირაკლი კობახიძის პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კობახიძე ტელეკომპანია CNN-ს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს.
“ქართული ოცნება“ რუსეთისადმი სიყვარულს უკვე აღარც მალავს”. – წერს კიზინგერი.
რამდენიმე დღის წინ, კობახიძემ განაცხადა, რომ „სი-ენ-ენ”-ის ჟურნალისტმა ქრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე, კითხვა დაუსვა, რომელიც „საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა“.