“ქართული ოცნება საარჩევნო სიას სექტემბერში წარადგენს”- ამის შესახებ თეთრწყაროში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის დროს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“სიაში იქნებიან ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები და, ასევე, იქნებიან ახალი თანაგუნდელებიც, რომლებიც მეტ ენერგიას და მეტ მოტივაციას შემოიტანენ გუნდში. მათ შორის, მინდა გითხრათ, რომ იქნებიან წარმოდგენილები ქალი პოლიტიკოსები, ვინაიდან ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მხარდასაჭერად”, — განაცხადა თალაკვაძემ.