მმართველი გუნდი, სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს – ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას, “ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ავრცელებს. მდინარაძე აცხადებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, წარადგენენ საკუთარ კანდიდატს თუ, ოპოზიციური პარტიები “პირს შეკრავენ” და კანდიდატს არ წარადგნენ და პროცესის დაბლოკვას შეეცდებიან.
“საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას და ამას მივანდობთ მთლიანად ოპოზიციურ სუბიექტებსა და არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორს, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით.
თუ პირს შეკრავენ ოპოზიციური სუბიექტები და არ წარადგნენ არც ერთ კანდიდატურას იმიტომ, რომ პროცესი დაიბლოკოს, რეკომენდაციების მე-12 პუნქტი არ შესრულდეს და ვერ მოხდეს არჩევა, ეს თუ მოხდება ხელოვნურად, მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიტოვებთ წარდგენის უფლებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ პროცესში კანდიდატის წარდგენის გზით არ ჩავერთვებით”, – თქვა მდინარაძემ.