“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” უკუსვლისა და შიმშილის სინონიმია.
მისივე თქმით, მმართველ გუნდში ცვლილებების სიმპტომებს ვერ ხედავს.
„მე ვერ ვხედავ იმ სიმპტომებს, რომ რაღაც დიდი ცვლილებები მოხდეს, მაგრამ “შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება”. “ქართული ოცნება” არის ძალა, რომელმაც გაყინა ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელმაც დაამშია საქართველოს მოსახლეობა, რომელიც არის უკუსვლის და შიმშილის სინონიმი დღეს საქართველოში. ეს ძალა არის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებელი”, – განაცხადა ვაშაძემ.