ქართული ოცნება ჩემი იმედია, ხელფასიდან გადავუხადე ფული, რა გინდათ?! – გოგი თოფაძე

”ქართული ოცნება ჩემი იმედია, ხელფასიდან გადავუხადე ფული, რა გინდათ?! ”- ამის შესახებ,  ბიზნესმენმა გოგი თოფაძემ, ტელეკომპანიაა “ფორუმულას” ეთერში განაცხადა. თოფაძე  ქართული ოცნების აქტიური შემწირველია. მან ბოლოს, 11 მარტს მმართველ გუნდს 60 000 ლარი შესწირა.

”მე ჩემი ხელფასიდან 60 000 გადავუხადე ქართულ ოცნებას იმიტომ, რომ ეს ჩემი იმედია, ლიდერები არიან, კაი ხალხია და რა გინდათ?! მე გადავიხადე ჩემი თანხა, რომელიც მაქვს და ტყუილად მაგას ნუ დასდევთ, მორჩა ლაპარაკი! ”- განაცხადა გოგი თოფაძემ.