20 ივლისს მმართველი პარტია “ქართული ოცნება” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას გახსნის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, საარჩევო კამპანიის გახსნა პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაჟორიტარობის კანდიდატებად ყოფილი მინისტრები, დავით სერგეენტო და სოზარ სუბარი განიხილებიან.
შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. წლევანდელი არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება – 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.