საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. Edison Research-ის კვლევის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
ქართული ოცნება – 38%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – 15%
ევროპული საქართველო – 6%
23% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემდა ხმას
Edison Research-მა კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩაატარა. ფორმულას ინფორმაციით, საველე სამუშაოები 25 აგვისტო-7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2 850 ადამიანი. შედეგების ცდომილება +/- 2 პროცენტია.