ქართული ოცნების ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.
“მინდა მოგახსენოთ, რომ დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. თავს ვგრძნობ ყველაზე უფრო მეტად მხნედ, შემართებით და იმედიანად. იმედის საფუძველს, სწორედ ის განწყობა და მუხტი მაძლევს, რაც აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს თქვენგან მუდმივად იგრძნობოდა. მინდა მოგმართოთ თითოეულ მოქალაქეს და მოგიწოდოთ – წადით არჩევნებზე და გააკეთეთ ღირსეული არჩევანი”, – წერს ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 20 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 2 075.