სამართალდამცავებმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისთან 12 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, აქტივისტები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „ქართული ოცნების” ოფისთან უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის გამოჩენას ხმაური მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები უნდა გაიმართოს, სამოქალაქო აქტივისტების აქცია იმართა. აქციის მონაწილეებს ადგილზე მავთულხლართებთან ერთად ტრანსპარანტები წარწერით: „აფხაზეთი საქართველოა“ , „რუსული ოცნება“, „დიდება გმირებს“ მიიტანეს.