“ქართული ოცნების” პარლამენტმა გრანტების რუსული კანონი I მოსმენით მიიღო

“ქართული ოცნების” პარლამენტმა გრანტების რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს მხარი ივანიშვილის 82 დეპუტატმა დაუჭირა, 10 კი წინააღმდეგი იყო.

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე ჩამოთვალა ცვლილებები, რომელიც კანონში შეაქვთ.ის ამტკიცებს, რომ ცვლილებები შეაქვთ “ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრებს გარედან არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად”.

რეჟიმი გრანტების კანონის დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან 6-წლამდე პატიმრობას.