“ქართული ოცნების პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი. ეს არის ფაქტი, პოლიტიკური ავანტიურა, რომელიც არის წამოწყებული…
მე მინდა დავიცვა ის ადამიანები, ვისაც სჯერა ამ ადამიანების, იყავით ფრთხილად, იმიტომ რომ ჩვენ საქმე გვაქვს გაუაზრებელ პროცესთან. მე არ გამოვრიცხავ, რომ ყოფილი საჯარო მოხელეები, სხვადასხვა პროფესიონალიზმითა თუ სისუფთავით ცნობილი ხალხი, რომლებსაც სჯერათ ამ პროცესის აღმოჩნდეს პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლი. ეს გამოჩნდება არჩევნების შემდეგ, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველას გვესმოდეს, თავი უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იმისგან რასაც ოპოზიცია ამზადებს არჩევნების შემდეგ”
განცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გავრცელებული ფაილების შესახებ.