ქართული ოცნების“ რეჟიმმა საკუთარ თავს დაუსვა წერტილი – უგულავა

“ქართული ოცნების“ რეჟიმმა საკუთარ თავს დაუსვა წერტილი ‘” – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ რეჟიმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელია დაკავებით საკუთარ თავს დაუსვეს წერტილი.

„ციხე ტრაგედია არ არის, ციხე ადამიანს აძლიერებს. ნიკამ თითოეულ ჩვენთაგანს, ისევე როგორც თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ადამიანებს, რომლებსაც თავისუფლება უყვართ და თავისუფლებისთვის იბრძვიან, ბრძოლის მაგალითი მოგვცა, ის მშვიდი და მტკიცე იყო. ჩვენი ვალია, დროშა არ დაეცეს ძირს. ჩვენი ვალია, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. დღეს 23 თებერვალია, საბჭოთა ჯარის დღე. ამ როდიონოვმა ივანიშვილმა საბჭოთა დიქტატურა დაამყარა. ის, რაც დღეს აქ მოხდა, სამარცხვინოზე სამარცხვინო ლაქაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ეს ლაქა სამწუხაროდ, დიდი ხანი ჩამოურეცხავი იქნება. ჩვენ დღეს, 15:00 სთ-ზე კანცელარიასთან ვიკრიბებით. გამოვაცხადებთ შემდეგი ბრძოლის მეთოდებს. პირადად ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად ვპირდები ივანიშვილს, დღევანდელი დღე მისთვის იქნება წყალგამყოფი დღე. დღევანდელ დღეს მან საკუთარ თავს დაუსვა წერტილი. ის ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს. მისი ადგილი ამ ქვეყანაში აღარ იქნება. ის, რაც მან გააკეთა, ასეთი რამეები უპატიებელი არ დარჩება“, – განაცხადა უგულავამ.

დღეს 15:00 სთ-ზე ოპოზიცია შეიკრიბება და შემდეგი ბრძოლის მეთოდებს გამოაცხადებს.