ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წევრები გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ კირბალში ჩავიდნენ. თამაზ გინტურის ოჯახისთვის მისასამძიმრებლად კირბალში შალვა პაპუაშვილი, გია ვოლსკი, ანრი ოხანაშვილი და სხვა დეპუტატები იმყოფებიან.
“ასეთი ინციდენტები, ოკუპირებული ვართ, სამწუხაროდ, ხდება. ბოლომდე ამისგან თავს ვერ დავიზღვევთ, იმიტომ, რომ რუსეთის ჯარი დგას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და ჩვენ დღეს სამწუხაროდ, იმის ძალა არ გვაქვს, რომ ისინი როგორც იმსახურებენ, ისე გავაძევოთ ამ ქვეყნიდან”, – ამბობს ბექა დავითულიანი.