“ორბანი ორბანია. მის ქცევაში ახალი არაფერია. ის დესტრუქციულ პოლიტიკას ატარებს ევროკავშირის მიმართ, როდესაც ევროკავშირი ცდილობს, რომ ყველანაირად დაეხმაროს უკრაინას. ის იყენებს ვეტოს უფლებას, რათა ბრიუსელი აშანტაჟოს, ამიტომ ძალიან რთულია პროგნოზირება, თუ რა იქნება ხვალ. ამჟამად ევროპის ბევრ დედაქალაქში ძალიან ღელავენ ორბანის ამ ქცევის გამო, იმიტომ რომ ერთი ქვეყნის ქცევას შეუძლია დაბლოკოს გადაწყვეტილების მიღება. ორბანის ვეტოს დაძლევა შეუძლებელი იქნება და ეს დაბლოკავს ევროკავშირის გაფართოების ყველა პროცესს, მათ შორის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას.
მე ვიცი, რომ ქართული ოცნების წევრები ძალიან ახლოს არიან ორბანთან, მაგრამ ვფიქრობ, რომ სიმშვიდის საფუძველი მათ ნამდვილად არ აქვთ. ის რომ მხოლოდ უკრაინაზე საუბრობს, ეს არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ უკრაინის დაბლოკვით მთელი პროცესი იბლოკება. რა თქმა უნდა, კრემლში ძალიან კმაყოფილები იქნებიან, თუ გაირკვა, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებას ვერ იღებს. მე არ ვიცი, აქვს თუ არა კრემლს რაიმე სახის გავლენა ორბანზე, მაგრამ ფაქტია, რომ ორბანი იქცევა ისე, როგორც ეს მოსწონს კრემლს.”
აცხადებს ამის შესახებ, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “მთავარ არხთან”.