“ქართული საზოგადოების შეურაცხყოფაა კუბილიუსის განცხადება “- პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადება არაფორმალურ მმართველებთან დაკავშირებით არაპროფესიონალური და ქართული საზოგადოების შეურაცხმყოფელია.
“მისი განცხადებები ერთი მხრივ არის არაპროფესიონალიზმის აპოგეა და მეორე მხრივ არის მავნებლობა, რითაც შეიძლება განპირობებული იყოს ტოლობის ნიშნის დასმა სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. და მეორე, დანაშაულებების თითქოსდა უგულებელყოფა, რომელიც ჩადენილ იქნა რეალობაში. ზოგადად, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფაა ის განცხადება, რაც გააკეთა კუბილიუსმა”, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ.
„გაცილებით ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ლიდერები არ არიან, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კვლავ ლიდერები არიან მათი პოლიტიკური პარტიების, მათ აიღონ პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებში, რათა ღიად განაცხადონ თავიანთი ხედვები, რისი მიღწევა სურთ. მზად არიან თუ არა კომპრომისისთვის. მზად არიან თუ არა პრობლემის მოგვარებისთვის”, – თქვა კუბილიუსმა “ფორმულას” ეთერში.