“ქართულმა ოცნებამ” თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ჯუანშერ ბურჭულაძე დაასახელა

“ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად, თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილზე ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თანამდებობა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა გუშინ, მას შემდეგ დატოვა, რაც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა და გუნდმა ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.