“ქართულმა ოცნებამ” თავისი პრესსამსახურის თანამშრომელი სიაში შეიყვანა

“ქართულმა ოცნებამ” პარტიულ სიაში თავისივე პრესსამსახურის თანამშრომელი, გენრიეტა წიწავა შეიყვანა.

წიწავა პროპორციულ საარჩევნო სიაში 72-ე ნომერია.

დღეს “ქართულმა ოცნებამ”  პროპოციული სია წარადგინა, რომლის პრეზენტაციასაც საღამოს გამართავს.