ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 03:52

”ქართულმა ოცნებამ” თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა

„ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩია. ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს.

“როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა. […] ერთხმად დამტკიცებულია თავმჯდომარის პოსტზე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა”, – თქვა კობახიძემ.

მან მადლობა გადაუხადა ღარიბაშვილს პრემიერის პოსტზე 3-წლიანი “მოღვაწეობისთვის”, რომელმაც ქვეყანას, მისი თქმით, უდიდესი წარმატებები მოუტანა.