ქართულმა ოცნებამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა

ქართულმა ოცნებამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

“ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილს დასახელების თაობაზე. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ქართული ოცნების დამფუძნებელი და ერთ–ერთი ლიდერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანედ პერიოდში ეკავა თავდაპირველად შინაგან საქმეთა მინისტრის და შემდეგ პრემიერმინისტრის თანამდებობა”,– თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ღარიბაშვილს შეუძლია, წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და გამოწვევების დაძლევაზე იზრუნოს.