„ქართულმა ოცნებამ“ რუსეთს საქართველოში გავლენის გაზრდის საშუალება მისცა – აშშ-ის სადაზვერვო სააგენტო

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დაზვერვის სააგენტომ (DIA)  2025 წლის გლობალური საფრთხეების შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოცაა ნახსენები.

„საქართველოში რუსეთი, თითქმის დანამდვილებით, მიზნად ისახავს საქართველოს თავის გავლენის სფეროში დაბრუნებას. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შექმნა ისეთი გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს ქვეყანაში თავისი გავლენა გაზარდოს“, – ნათქვამია ანგარიშში.