ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონზე ვეტო დაძლია

ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ვეტოს დაძლევას ქართული ოცნების 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.

3 დღის ვადაში კანონი ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს გაეგზავნება. ამჯერად მას ვეტოს გამოყენების უფლება არ აქვს. სალომე ზურაბიშვილს კანონზე ხელის მოსაწერად და მის გამოსაქვეყნებლად 5-დღიანი ვადა ექნება.