„ქართულმა ოცნებამ“ ქართული ინფრასტრუქტურა ჩინეთის „კომუნისტურ პარტიას“ გადასცა – ჯო უილსონი

„ეს სახელმძღვანელო სრულად არის ასახული საქართველოს რესპუბლიკაში. ბიძინა ივანიშვილის და მისი „ქართული ოცნების“ დიქტატურამ დააპატიმრა თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი, არაფრად ჩააგდო ქართველი ხალხი, რომელსაც თავისუფლება და კეთილდღეობა სურს და არა ჩინეთის „ვალის ხაფანგის დიპლომატია“ და რუსული ოლიგარქია“, – აღნიშნა კონგრესმენმა.მისი მტკიცებით, რუსეთი დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილის ოპერაციების ბაზა და სიმდიდრის წყაროა, ხოლო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება „2024 წელს გაყალბებული არჩევნების გზით მიიტაცა, სწორედ ჩინეთი აწვდის მათ სათვალთვალო ტექნოლოგიების, პროპაგანდის არხების და ფინანსური მხარდაჭერის დიდ ნაწილს, რაც საჭიროა პროამერიკელი ქართველი ხალხის ნების ჩასახშობად. […] პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამართლიანად მიანიჭა პრიორიტეტი ცენტრალურ აზიას, შუა დერეფანს ჩვენი მიწოდების ჯაჭვის უზრუნველსაყოფად და დივერსიფიკაციისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ ქართული ინფრასტრუქტურა, ძირითადად, ჩინეთის „კომუნისტურ პარტიას“ ჩააბარა და ქვეყანა ვალის მონობაში გაყიდა. ამერიკის წვდომა შუა დერეფანზე არსებითად ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლდება“,

ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, ჯო უილსონმა კომისიაში გამართულ მოსმენაზე – “რეაგირება ევროპაში ჩინეთის ინფილტრაციასა და იძულებაზე” – განაცხადა.