89 მომხრე 2 წინააღმდეგი – “ქართული ოცნების” პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილსა და მის კაბინეტს მხარდაჭერა გამოუცხადა.მე-10 მოწვევის პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობა მმართველი გუნდის დეპუტატებმა დაამტკიცეს. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიემინისტრი უკვე მეორედ გახდა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტსა და სამთავრობო პროგრამას ნდობა 89 ხმით გამოუცხადეს. 2 – მა დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
მთავრობა შემდეგი შემადგენლობით ჩამოყალიბდა:
პრემიერ მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი;
თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი;
ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა.