პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი თვლის, რომ “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რეალური შედეგი 41-43%-ია. ამის შესახებ ვახტანგ მეგრელიშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა:
“მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი რიცხვიდან რაცაა დაფიქსირებული 5-6% სულ მინიმუმ “ქართულ ოცნებას” აქვს ჩამოსაწევი ქვემოთ. ჩემი აზრით, 41-43% რომ დაიწეროს, “ქართულმა ოცნებამ”. ხმები მიიღო ყველამ იცის, მაგრამ მაგდენი რომ არ მიუღია, ყველამ იცის,” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილი.