ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, სჭირდება გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, ბუნებრივია, მთავარია, რომ ვიხილოთ ასევე შემხვედრი ნაბიჯები.

როდესაც საუბარია, ასე რომ ვთქვათ, შანტაჟის ენაზე, ეს არ არის, რა თქმა უნდა, კარგი, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას. აქედან გამომდინარე, მე მაქვს იმედი, რომ ყველა სათანადოდ გაიაზრებს ურთიერთობების გადატვირთვის და გაჯანსაღების მნიშვნელობას და ნაბიჯებიც გადაიდგმება სწორად.

განაცხადა  პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.