ძლიერი ქარი თბილისში – დედაქალაქის რამდენიმე უბაში მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ავტომობილები და სარეკლამო ბანერები.
მოქალაქეების თქმით, ძლიერი ქარის შედეგად მოტეხილმა ხეებმა ავტომობილები დააზიანა.
სადგურის მოედანზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც გვერდით მდგომ 3 მანქანას დაეცა. ორივე ავტომობილი დაზიანებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტი სავაჭრო ცენტს “თერგთან” მოხდა.
დიდუბის რაიონის გამგებლის ინფორმაციით, დაზიანებულია სამი მანქანა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.