“არა რუსეთს, არა მონობას, არა ალტ-ინფოს” – ახმეტაში სამოქალაქო აქტივისტები პუტინისტური ძალადობრივი ორგანიზაციის, “ალტ-ინფოს” ოფისის მუშაობას აპროტესტებენ და მის დახურვას ითხოვენ.
ადგილზე, კონსერვატიული მოძრაობის წევრებსა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.
- „ჩემი აზრით იმ რაიონში, სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გიორგი ანწუხელიძე გაიზარდნენ არ უნდა იყოს ალტ-ინფოს შენობა“ – აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი.