“არ შემიძლია, არ შევაქო და არ ვთქვა, რომ ქების ღირსია ის ადამიანი, ვინც როგორც თვითონ ახსენებს, ამ უწმინდურთა ბუნაგი ამხილა. ამას მხოლოდ პოლიტიკური სარჩული არ აქვს. ეკლესიის წიაღში უნდა გაირჩეს ეკლესიის პრობლემებიო – ამ ფაილებში უწმინდურ ცოდვებში მოხსენიებული მიტროპოლიტი სტეფანე, ნიკოლოზი ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ეკლესია და რომელმა ეკლესიამ უნდა გაარჩიოს, რომელსაც სტეფანე ან ნიკოლოზი წარმოადგენს? ეკლესია ვართ ჩვენ, ეკლესი არის მორწმუნე და ის ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, ემხილებინა და ლუსტრაცია მოეხდინა ამ სიმყრალისათვის. ის ადამიანია ეკლესია ყველაზე მეტად, ვიდრე ეს უწმუნდური იერარქები.
აი, აქამდე მიიყვანა 44 წლის მმართველობით თავად კომპრომატებით მოცულმა საბჭოთა პატრიარქმა ეკლესია”
ასე ეხმიანება გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს მეუფე პეტრე TV პირველის ეთერში.