ქედაში მეწყერი ჩამოწვა – ჩაკეტილია ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალი

ფოტო: პირველი არხი

გვიან ღამით ქედაში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალი ჩაიკეტა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობენ საგზაო დეპარტამენტის ბრიგადები. სავარაუდოდ მოძრაობა დღის მეორე ნახევრისთვის აღდგება.

ქედის მერი ლევან გორგილაძე ამბობს, რომ გზის გაწმენდას სავარაუდოდ აფეთქებითი სამუშაოები დასჭირდება.