ქეთევან ციხელაშვილი მინისტრის პოსტს ტოვებს და ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

“ასევე გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში. ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი. ვფიქრობ, მისი გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. მას მუდმივად ჰქონდა შეხება ამ საკითხებთან,“-განაცხადა ზალკალიანმა.

შესაბამისად, ის საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ტოვებს.