ჩხოროწუ-ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე ფეხით მოსიარულე სავარაუდოდ 85 წლის ქალს პოლიციის მანქანა გზაზე გადასვლისას დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანას წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს უფროსი მართავდა.შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია მან გამოიძახა.
დაშავებული ქალი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ქალა-ფუძის მოტეხილობა აღენიშნება. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისმობს.