ქვეყანას თუ გავხსნით, ისევ გაიზრდება სიკვდილიანობა – გიორგი ფხაკაძე

“თუ გავხსენით ქვეყანა, ისევ დაგვიბრუნდება ის ციფრები და გაიზრდება სიკვდილიანობა”-ამის შესახებ, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ ტელეკომპანია ”ფორმულას” გადაცემა ”კომენტარში” განაცხადა.

“ძალიან კარგი ამბავია, რომ საქართველომ პიკი გაიარა, ეს შემიძლია ვთქვა, რაც ჩანს სტატისტიკიდან. ჯერ სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ ახლა ფაქტია. ინფიცირების დონე დავარდა იმიტომ, რომ შეზღუდვებმა იმუშავა. ვისაც ჰგონია, რომ შეზღუდვები სისულელეა და არ გვჭირდება, აგერ ჩემო ბატონო, არის კონკრეტული შედეგი, რომ შეზღუდვები მუშაობს, მაგრამ შეზღუდვები არ არის საკმარისი. ჩვენ კი არ უნდა გაგვიხარდეს, რომ შეზღუდვებმა იმუშავა და უკვე გავხსნათ ქვეყანა, პირიქით, უნდა დავიყვანოთ მინიმუმამდე. თუ ჩვენ გავხსენით ქვეყანა, ისევ დაგვიბრუნდება ის ციფრები და ისევ გაიზრდება სიკვდილიანობა.”- განაცხადა ფხაკაძემ