ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს ვადამდელი არჩევნები – ნიკა მელია

ნიკა მელია აცხადებს, რომ ქვეყანას კრიზისიდან მხოლოდ ვადამდელი არჩევნები გამოიყვანს.

“2020 წელს ხალხის ნება გამოიხატა, თუმცა სამწუხაროდ ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები გააყალბა, შესაბამისად, ცვლილებები ვერ განხორციელდა 31 ოქტომბერს. არადა ამის ნება და სურვილი საზოგადოებაში იყო. დღესაც ჩვენ ერთგულები ვართ იმ გარდაუვალი გასატარებელი ცვლილებებისა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს, მხოლოდ და მხოლოდ ახალი, ვადამდელი არჩევნები. წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს. მინდა გავაკეთო ოპოზიციის სახელით განცხადება, რომ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით”,– განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, პრემიერი გიორგი გახარია გადადგა.