“ეს არის მორიგი, ახალი ეტაპი ივანიშვილის წარმოუდგენლად შეშლილი პოლიტიკური დისტოპიის, რომელშიც მას სურს, ყველა გადაგვყაროს რუსულ ჭაობში. მან, პრაქტიკულად, ძალადობისა და რეპრესიების ახალი ეტაპი გააფორმა, ზუსტად იმის გამო, როცა ვიღაც ივანიშვილსა და კობახიძეს ემუქრება[სანქციები]. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყანას მართავს რამდენიმე შეშლილი ადამიანი, რომლებიც ძალიან საშიშნი არიან ჩვენი ქვეყნისთვის, მოქალაქეებისთვის. მომავლისთვის. ზოგადად, წარმოუდგენლად მძიმეა, ის განცხადებები, რომლებითაც აბსურდულ ბრალს სდებენ, ახალი ანტიდასავლური ტალღით, ჩვენს პარტნიორებს”,

განაცხადა ევროოპტიმისტების წევრმა, ხატია დეკანოიძემ.