“დღეს ქვეყანას ჰყავს პრემიერი, ბატონი ღარიბაშვილის სახით, რომელიც არის პატრიოტი, ვაჟკაცი, საქმეზე უაღრესად ორიენტირებული და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის ინტერესების დამცველი ნამდვილად ღირსეული პრემიერი. ეს მე მესმის რომ ოპოზიციას აღიზიანებს, მე მესმის, რომ იმ ძალებს რომელიც ქვეყნის წინსვლას აფერხებენ და აღიზიანებს ქვეყნის განვითარება მათთვის არის მიუღებელი. ამიტომ ის კვლევები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ერთია, მეორეა, ქვეყნის საზოგადეობის და ამომრჩევლის განწყობა რაც კარგად დავინახეთ და გამოჩნდა, სხვათა შორის, არც თუ ისე დიდი ხნის წინანდელ არჩევნებზე”

აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილზე.