დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქვეყანაში, სავარაუდოდ, ვირუსის საყოველთაო გავრცელება იწყება.
მისი თქმით, სურათი ჰგავს იმ საწყის ეტაპს, რაც ქვეყანამ ნოემბერ-დეკემბერში გაიარა.
“დაიწყო ე.წ კლასტერული გავრცელება, ჩამოყალიბებული კლასტერები გვაქვს, გურიაში, სამეგრელოში და შიდა ქართლში. ეს ნიშანია იმისა, რომ შესაძლებელია, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება ქვეყანაში. შეიმჩნევა ეპიდვითარების გაუარესება და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოსალოდნელია მესამე ტალღა, რამაც შეიძლება დაგვაბრუნოს ნოემბერ-დეკემბრის ვითარებაში,”- ამბობს გამყრელიძე.
ცნობისთვის, კასპის ერთ, გურიის სამ და ზუგდიდის ერთ სოფელში, მესამე დღეა, შეზღუდვები მოქმედებს, მოწყობილია შსს-ს გამშვები პუნქტები.