ქვეყანაში შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვები, რომელიც ახლა არის დაწესებული ქვეყანაში, საკმარისი არაა და ის კიდევ გამკაცრდება.

“გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში მოგეხსენებათ, დაწესებულია და ეს შეზღუდვები არ არის საკმარისი, შესაბამისად, კიდევ უფრო გამკაცრდება. ამაზე მსჯელობა დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე, კიდევ დამატებითი კონსულტაციები გაიმართება დღეს, საღამოს, ხვალ კიდევ და კიდევ უფრო გამკაცრდება მთელი რიგი შეზღუდვები ქვეყანაში”, — აცხადებს გამყრელიძე.

ის არ აკონკრეტებს, თუ რა შეზღუდვებზეა საუბარი კონკრეტულად. ქვეყანაში ამ ეტაპზე მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა როგორც სატრანსპორტო, ასევე ქვეით მოსიარულეებზე საღამოს ათი საათიდან დილის 5 საათამდე. აკრძალულია კაფეებისა და რესტორნების ფუქნციონირებაც იგივე დროის მონაკვეთში.