“მარტში ისინი იმ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომლის მიზანი საიტის შექმნა იყო. fara.ge ან agenti.ge – ასეთი საიტი უნდა შექმნილიყო და ეს გააპროტესტეს, რომ თითქოს, სტიგმატიზაცია უბედურება და საშინელება იყო და ახლა თავად ქმნიან mona.ge-ს. სინამდვილეში, მთავარი მონა არის აგენტი. ამ ქვეყანაში ნომერ პირველი აგენტები სწორედ ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე არიან და შესაბამისად, ისინი მონები არიან. ცდილობენ, რაც თვითონ აწუხებთ, სხვებზე გადაიტანონ. რა თქმა უნდა, პირველი მონები ჯაფარიძე და ხოშტარია არიან. ელენე ხოშტარია, რომელიც, თითქოს, ყველაფერ რუსულზე მძიმე რეაქციებით გამოირჩევა, დაფინანსებას პირდაპირ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. ასეთი ორმაგი სტანდარტი იმაზე მიუთითებს, რომ ის მართლა უბრალოდ მონა და აგენტია, მეტი არაფერი. ნებისმიერი მცდელობა, რომ ისრები სხვაზე გადაიტანონ, წარუმატებლობისთვისაა განწირული. რა თქმა უნდა, mona.ge რევოლუციური გეგმის შემადგენელი ნაწილია – ადამიანების სტიგმატიზაცია, გაშავება. განსაკუთრებით, აქცენტი სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებსა და სასულიერო პირებზე კეთდება, იმიტომ, რომ ისინი ძირითადად ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ ეკლესიას ებრძვიან”.
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტიების – გირჩი-მეტი თავისუფლებისა და დროას ერთობლივი, ახალი პლატფორმის, mona.ge-ს შექმნას გამოეხმაურა.