ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ვაქცინისთვის საჭირო მაცივრების პრობლემა მოგვარებადია.
“რამდენიმე მილიარდი საგარეო ვალი აიღეს, ქვეყანა დეფოლტის წინაშე დააყენეს, გააკოტრეს.. ახლა გამოლაგდნენ და მაცივრები არ გვაქვს ვაქცინისთვისო…
– მაცივრების პრობლემა მოგვარდებადია;
– გეგმაც არ აქვთ გაწერილი ინფრასტრუქტირისთვის (იხ: გაბუნიას განცხადება);
– ექიმების ასაცრელად ყველაფერი რომ გაეკეთებინათ – ესეც ვერ მოახერხეს.
ამიტომ, ყოველ დღე ეს კითხვა უნდა დავსვათ: სად არის ვაქცინა?”,– წერს დეკანოიძე Facebook–ზე.
ცნობისთვის, 10 იანვარს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების შემოტანა საქართველოსთვის არახელსაყრელია, რადგან ისინი -80 და -20 გრადუსზე უნდა ინახებოდეს, რაც ქვეყნისთვის მიუწვდომელია. მანვე აღნიშნა, რომ ამ ვაქცინებისტვის ყველა რაიონში და პოლიკლინიკაში -80-იანი მაცივრები უნდა იყოს, რისი საშუალებაც საქართველოს არ აქვს.
ცერცვაძემ დღეს თქვა, რომ საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანაზეა საუბარი – ბრიტანულ AstraZeneca-სა და ჩინურ ვაქცინაზე. ინფექციურის დირექტორი ამტკიცებს, რომ მსოფლიოში ჩინურ ვაქცინას მაღალი რეიტინგი აქვს.