“ასოცირების ხელმოწერიდან შვიდი წლის თავზე ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევად გზას ადგას. ეს არ არის მხოლოდ ჩემი სიტყვები, ეს არის ის შეფასებები, რომელიც ჩვენ მუდმივად გვესმის ევროპელი პარტნიორებისგან და ძალიან თვალშისაცემია ის პროგრესი, რომელიც საქართველომ გაიარა ასოცირების ხელმოწერიდან დღემდე.
საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ადგას ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, ეს გზა არის შეუქცევადი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გზიდან არ გადავუხვევთ, რადგან ეს არის ჩვენი ხალხის დიდი ნდობა, ის მხარდაჭერა, რომელსაც მუდმივად ვგრძნობთ, ეს არის საერთო ევროპული ღირებულებით ცხოვრება. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი არის დაფუძნებული ევროპულ ღირებულებებზე, სადაც ჩვენი ფესვებია და საითკენაც მუდმივად მიისწრაფოდა საქართველო.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბრძოლა წარმატებით დასრულდება და მას შემდეგ, რაც 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ეს კიდევ უფრო განამტკიცებს და გააღრმავებს ასოცირების შეთანხმებას. მანამდე, ჩვენ ამბიციური გეგმები გვაქვს, ასოცირების შეთანხმების წარმატებით შესრულება, 2024 წელს განაცხადის გაკეთება და საბოლოო მიზანი – წევრობა, რომელიც ვფიქრობ, ძალიან მალე დადგება და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება თავის ისტორიულ, ევროპულ ოჯახს”
განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ასოცირების ხელშეკრულებიდან 7 წლის თავზე.