ქვეყანა რომ ევროკავშირისგან დახმარებას ვერ იღებს, ეს სანქციისკენ ნაბიჯია – წერეთელი

“ქვეყანა რომ ევროკავშირისგან დახმარებას ვერ იღებს, სანქციისკენ ნაბიჯია “-  ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის განცხადებით, ის, რომ საქართველო ევროკავშირისგან დახმარებას ვერ მიიღებს, ეს  სანქციის ფორმაა.

“მათი პოლიტიკა არის შეუთავსებელი ზოგადად ევროკავშირის ვალდებულებებთან, იმ ხელშეკრულებიდან გასვლა, ზოგადად დემოკრატიის მდგომარეობა და საერთოდ ის ქცევა და ის, ასე ვთქვათ, მოდელი მმართველობის, რომელიც საქართველოშია”, – განაცხადა წერეთელმა.