ქვეყნის განვითარებაში კულტურული დიპლომატიის როლს განიხილავთ? – ბოლქვაძე გახარიას

ქართული ოცნების დეპუტატი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას კითხვით მიმართავს. ბოლქვაძეს აინტერესებს, გეგმავს თუ არა მთავრობა “კულტურული დიპლომატიის” განვითარებას.

“მე მაქვს ერთი შეკითხვა, რაც კულტურულ დიპლომატიას შეეხება. განიხილავთ, თუ არა მომავალი 4 წლის განმავლობაში კულტურული დიპლომატიის როლს ქვეყნის განვითარებაში ან თუ არსებობს მთავრობის გეგმა ან თუ გეგმავთ ამ მიმართულებით მუშაობას”,– მიმართა ბოლქვაძემ გახარიას.

დღეს პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის კანდიდატებს უსმენენ.