ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დასახელა მანდატების რაოდენობა, რომელიც პარტიებმა მიიღეს ადგილობრივ არჩევნებზე. მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ მანდატების 66% მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ კი 25%, ყველა სხვა პარტიამ ერთად– 9%.
2 068 მანდატი ქვეყნის მასშტაბით ასე განაწილდა:
- ქართული ოცნება – 1 331
- ნაციონალური მოძრაობა – 502
- საქართველოსთვის – 109
- ლელო – 24
- ევროპული საქართველო – 18
- მესამე ძალა – 8
- ერთიანი საქართველოსთვის – 6
- პატრიოტთა ალიანსი – 5
- ევროპული სოციალისტები – 4
- ლეიბორისტული პარტია – 3
- სახალხო პარტია – 3
- პროგრესი და თავისუფლება – 2
- ანა დოლიძე ხალხისთვის – 2
- მოქალაქეები – 1
- გირჩი – 1
- გირჩი-მეტი თავისუფლება – 1
- დამოუკიდებელი კანდიდატები – 2
ცნობისთვის, 30 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური ხუთივე თვითმმართველ ქალაქში და 15 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.