ქვეყნის საზიანო ქმედების არავითარი ნიშანი არ ყოფილა – ე.წ. კარტოგრაფების საქმის ბრალდების მოწმე

“ქვეყნის საზიანო ქმედების არავითარი ნიშანი არ ყოფილა “- ასე უპასუხა, ე.წ. კარტოგრაფების საქმის ბრალდების მოწმემ გელა დუმბაძემ, ჟურნალისტის შეკითხვას :იღებდა თუ არა კარტოგრაფი ივერი მელაშვილი ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილებებს.გელა დუმბაძე, საქართველოს საელჩოს ყოფილი მრჩეველია აზერბაიჯანში.

“არავითარი ნიშანი, როდესაც მე ვესწრებოდი, ერთი ხინჯიც არ არსებობს, რომ ვიღაც რაღაცას იღებდა ქვეყნის საწინააღმდეგოდ. დაკითხვა მოხდა იმ კონტექსტში, რომ 2002-2005 წლებში გახლდით საქართველოს საელჩოს მრჩეველი აზერბაიჯანში და ვესწრებოდი საზღვრის დელიმიტაციის ორ-სამ სხდომას. მივეცი ჩვენება, როგორც მრჩეველმა, რომელიც ესწრებოდა რამდენიმე სხდომას. შემფასებელი ვერ ვიქნები იმიტომ, რომ ჩემი გამოკითხვა მოხდა კონკრეტულ მომენტში, 2002-დან 2005-წლამდე, სადაც არც ტელევიზიით და არც სხვადსხვა საინფორმაციო საშუალებებით ამ პერიოდზე შეკითხვები არ ყოფილა. კომისიის წევრი არ ვყოფილვარ, საელჩოს წარმომადგენელი ვიყავი”, – განაცხადა გელა დუმბაძემ.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ კარტოგრაფების საქმეზე, ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ.