“დღეს არის 21 დეკემბერი და ქვეყნის სირცხვილია, როდესაც საკუთარ დაბადების დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომლის სახელსაც უკავშირდება თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა, დაბადების დღეს ხვდება პატიმრობაში და იმყოფება ციხეში. მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი ტყვე და დღეს ათასობით ადამიანი, რომელიც შეიკრიბება რუსთაველზე, კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის ღმამაღალ პროტესტს. მოსახლეობა არასდროს შეეგუება ფაქტს, რომ სააკაშვილი იყოს პატიმრობაში, როცა კრიმინალური ბანდა მართავს ჩვენს ქვეყანას. მოსახლეობა არასდროს შეეგუება ოლიგარქიულ მმართველობას ამ ქვეყანაში, იმ სიდუხჭირესა და გაჭირვებას, სადამდეც მიგვიყვანა ქართულმა ოცნებამ. ჩვენი პროტესტი მიმართული იქნება არამხოლოდ ხელისუფლების მიმართ, არამედ ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართაც, რათა მათ დაინახონ, რომ ჩვენი პროტესტი გრძელდება და ეს იქნება პერმანენტული აქციები, ვიდრე არ მივალთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე და ვადამდელ არჩევნებამდე”
განაცხადა ენმ-ს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა. დღეს ნაციონალური მოძრაობა რუსთაველის გამზირზე, 18:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გამართავს.