“შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიციის ცხელ ხაზზე 10 შეტყობინებადან მხოლოდ ერთი აღმოჩნდება სიმართლე, მაგრამ არა უშავს, ღირს, რადგან დივერსანტების გამოვლენა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ომისას.[..]

ხალხი აქტიურად გვეხმარება და სწორედ ჩვენი ოპერატიული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის წყალობით მოვახერხეთ ჩვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის აღკვეთა. გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო მეტს ვიტყვით”.

ამის შესახებ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევგენი იენინმა განაცხადა. მან არ დააკონკრეტა, თუ ვინ იყო სამიზნე და როდის იყო დაგეგმილი თავდასხმა.