ქვიშხეთთან ტრაილერი და სამარშრუტო ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა, არიან დაშავებულები

სოფელ ქვიშხეთთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და სატვირთო სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. არიან დაშავებულები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.