ქვრივიშვილს, სესიაშვილს და მუჯირს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ

პარლამენტის დეპუტატებს ირაკლი სესიაშვილს, მარიამ ქვრივიშვილსა და სალომე მუჯირს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ. აღნიშნულ საკითხს პარლამენტმა კენჭი დღეს უყარა.მმართველი გუნდის დეპუტატები ირაკლი სესიაშვილმა და მარიამ ქვრივიშვილმა აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს.

ირაკლი სესიაშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლად დაინიშნა.მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ.

სალომე მუჯირი პარლამენტში, პარტია “გირჩის” პროპორციული სიით მოხვდა. გირჩი პარტიულ სიებში გენდერულ კვოტირებას არ ეთანხმებოდა  და აცხადებდა, რომ სიაში ქალებს მხოლოდ ფორმალურად ჩასვამდა, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ კი პარტიამ სიის ნაწილი ჩახსნა. სალომე მუჯირმა მანდატზე უარი თქვა და მისი ადგილმონაცვლე ალექსანდრე რაქვიაშვილი გახდება.