კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა, თენგო თევზაძემ ბრიფინგზე BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არის საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი დანაშაული, “ამის გამო ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა აუცილებლად დაისჯება”.
“9 აპრილის შემდეგ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია არავის. საქართველოს ისტორიაში არცერთ ქართველ ხელისუფალს არ მოუწამლია საკუთარი შვილები და ქართველი ხალხი. […] ბიძინა ივანიშვილმა ჩაიდინა წამება და ეს წამება კვალიფიცირდება, როგორც ჩვენი ქვეყნის შიდა კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო სამართლით და საერთაშორისო ინსტიტუციებში მას მოუწევს პასუხის გაცემა იმაზე, რაც ჩაიდინა” – ამბობს თევზაძე.















