“ქირის გადასახდელი ფული არ გვაქვს, სად წავიდეთ?” – გვიან ღამით ბათუმში, მაიაკოვსკსის ქუჩაზე 20-მდე ოჯახი საქართველოს რკინიგზის შენობაში შეიჭრა და ტერიტორიის დაკავება სცადა. მოქალაქეების თქმით, ქირის გადასახდელი ფული არ აქვთ, ამიტომ არ იციან სად წავიდნენ.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც და იქ იმყოფებოდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჭიჭინაძეც.
“შეამოწმეთ ჩვენი მდგომარეობა, რა დღეში ვართ. მე მსიამოვნებს შვილიშვილების აქ ყოფნა? არ მსიამოვნებს. გადასახდელი ფული არ გვაქვ ქირის, სად წავიდეთ?”, – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
რამაზ ჭიჭინაძის განცხადებით, თუ მოქალაქეებს სახელმწიფოს დახმარება ეკუთვნით, ამას აუცილებლად მიიღებენ. ჭიჭინაძის თქმით, შენობაში შეჭრა კანონდარღვევა იყო, ამიტომ ამაზე მკაცრი რეაგირება” იქნება.
“მესმის ამ ოჯახების პრობლემები, მაგრამ ერთადერთი, რაც არის ჩვენი ხელისუფლება იმისთვიაა, რომ ყველანაირი კანონიერი უფლება დავიცვათ ადამიანების, მაგრამ ყველა ვალდებული ვართ კანონის წინაშე. ეს არის კანონდარღვევა და ყველაფერზე იქნება მკაცრი რეაგირება, მაგრამ არცერთი ოჯახის სამართლინობის პრინციპი არ იქნება დარღვეული. ადამიანს თუ ეკუთვნის სახელმწიფოსგან დახმარება ის მიიღებს, რა პროგრამებიც აქვს სახელმწიფოს მათ მიმართ გათვალისწინებული”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.